მიხეილ სარჯველაძე - ვიცნობ პოლიციელების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთათვისაც აღმაშფოთებელია ფაქტი რაც მოხდა, რადგან ნაშენებ და ნაკოწიწებ რეპუტაციას შეიძლება დანგრევის რისკი შეექმნას

ის კადრები, რომელიც ვიხილეთ არამც თუ უბრალოდ ამაზრზენი და გასაკიცხი, არამედ არის ტრაგედია. ეს ტრაგედიაა არამხოლოდ იმ ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო, რომელსაც ზიანი მიადგა, არამედ ტრაგედიაა იმ ადამიანისაც, რომელიც მოძალადეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

სარჯველაძემ პოლიციელის მხრიდან შშმ არასრულწლოვან პირზე ძალადობის ფაქტს არაადამიანობა უწოდა.

„არ ვიცი რამდენად შეიძლება რამე გამართლება იმას მოენახოს, რაც ვნახეთ, ეს არის პოლიციის მუნდირის შელახვა. არც ჩვენი საზოგადოება, არც ჩემი პოლიტიკური გუნდი, არც პირადად ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ სამინისტროს ხელმძღვანელია, არცერთ შემთხვევაში, მათი აზროვნების მსოფლმხედველობრივი სისტემა ვერ იტევს ასეთ ქმედებებს და მიდგომებს.

საბედნიეროდ, სამართალდამცველთა უდიდესი უმრავლესობა არ ფიქრობს იმ კაცივით, რომლის დანაშაულიც ჩვენ ვიხილეთ. მე ვიცნობ პოლიციელების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთათვისაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია ეს ფაქტი. შეიძლება ჩვენზე მეტადაც აღშფოთდნენ, რადგან მათ საკუთარმა კოლეგამ უღალატა, რადგან ამ რთულ პერიოდში ნაშენებ და ნაკოწიწებ რეპუტაციას შეიძლება დანგრევის რისკი შეექმნას.

ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველა ვალდებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ასეთი სამართალდარღვევების პრევენციისთვის, რათა ეს იყოს გამორიცხული. მათ შორის პრევენციას მოახდენს ჩვენი უმკაცრესი დამოკიდებულება ამ შემთხვევის მიმართ, რათა ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა