"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

"სილქნეტის" ქსელში, 2022 წლის 28 თებერვლიდან, ცალკეულ სერვისზე იცვლება პირობები, ინტერნეტ მოცულობები და ტარიფები.

ამ პერიოდიდან მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის სტანდარტულ ინტერნეტ პაკეტებზე ამოქმედდება გაზრდილი მოცულობები შეცვლილი ტარიფებით. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტ პაკეტების ტარიფები და მოცულობები.

უქმდება „ნულომანი“, „გლობუსი“, „12 თეთრიანი ტარიფი“, „ტარიფი 1-10“ და „ტარიფი 1-12“ და 28 თებერვლიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უნივერსალური სატარიფო გეგმა „სილქ სტარტი“, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ შეთავაზებებს. თვეში 1 ლარად აბონენტები, „სილქ სტარტ“-ის ფარგლებში, ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით, როგორც სასაუბრო წუთებზე, სმს-ებზე, ისე მობილურ ინტერნეტზე.

დამატებით სერვისებზე: „ნომრის დაფარვა“, „დაფარული ნომრის ამომცნობი“, „ფასდაკლება საერთაშორისო ზარებზე“ და „ჯეო მრიცხველი“-ს შეიცვლება ტარიფები. ახალი პირობით გაგრძელდება აქციები 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტებზე.

ფიქსირებული ქსელის მომხმარებლისთვის იცვლება მომსახურების შეზღუდვის პირობა დავალიანების გამო გათიშულ სერვისზე და ასევე, 28 თებერვლიდან, შეცლილი ტარიფით ისარგებლებენ აბონენტები დამატებითი ტელევიზიის მომსახურებაზე.

თითოეული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე: https://silk.ge/

კომპანია გააგრძელებს „სილქფესტის“ ყველაზე პოპულარულ აქციებს და სხვადასხვა სეგმენტებზე მორგებულ შეთავაზებებს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა