კახა კალაძე - უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის - ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული

უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და მათ მშვიდობა უსურვა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო. უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა უკრაინელ ხალხს მშვიდობა ვუსურვო“,-განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო