ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს, გაწონასწორებული და აზრიანი რეზოლუციის მიღების პრობლემა არ უნდა არსებობდეს

თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს, ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების პრობლემა არ უნდა არსებობდეს, - აღნიშნული განცხადება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, რესურსი იმისა, რომ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება შედგეს, არსებობს და ეს ის თემა არ არის, რაზეც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის მხრივ შესაძლოა პრობლემა შეიქმნას.

„რეზოლუცია არის პარლამენტის და ქვეყნის საერთო პოზიცია. ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს, არც ერთ სახელმწიფოს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის უფლება არა აქვს და უკრაინას ვუცხადებთ სოლიდარობას, რადგან ჩვენც ოკუპაციის და აგრესიის ანალოგიური მძიმე ისტორია გვაქვს... არანაირი პრობლემა ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსულტაციები დღეს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა