გივი მიქანაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება და დაპირისპირება აქვთ, შიგნით ვერ დალაგებულან და უნდათ ქვეყნის სადავეები ჩაიბარონ - ვერა და ვერ ეღირსებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება და დაპირისპირება აქვთ, შიგნით ვერ დალაგებულან ერთმანეთში და უნდათ ქვეყნის სადავეები ჩაიბარონ - ვერა და ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რაც პარტიაში განხეთქილებაზე მიუთითებს.

დეპუტატი კელი დეგნანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ოპოზიციაა.

„კელი დეგნანის განცხადებაში ვხედავთ, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის აშშ-ის დღის წესრიგში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ოპოზიცია აპელირებს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე, როგორზეც არასდროს ყოფილა და აშშ-ის ელჩი მკვეთრად და ცალსახად გამოყოფს გარემოებას, რომ აშშ შემდგომშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პოლარიზაციის კომპონენტი შემსუბუქებულიყო, ამის საპასუხოდ მივიღეთ დესტრუქცია და ვნახეთ, რომ გაქცევაში მყოფი ექს-პრეზიდენტი დაბრუნდა და პოლარიზაციის კომპონენტი გაზარდა. ეს პოლარიზაცია მიუღებელია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს მის შესამცირებლად მაშინ, როცა ოპოზიცია ცდილობს ყველაფერი დესტაბილიზაციაზე გადაიტანოს. ამიტომ მოვუწოდებთ ოპონენტებს, თუ პოლარიზაციის შემცირება სურთ, დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, გახდნენ კონსტრუქციული, განახორციელონ ის აქტივობები, რაც ამომრჩეველმა დააკისრა,“ - განაცხადა მიქანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა