პარლამენტში უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრა ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში იწყება.

როგორც ცნობილია, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა არსებობს. "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ამ პროცესში და რეზოლუციის თითოეული სიტყვის შერჩევაში არის ფრთხილი".

„ოპოზიციის ინიციატივით, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკელების" რამდენიმეხნიანი მოლაპარაკებების შედეგად, "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს და ეს რეზოლუცია უნდა იყოს ერთობლივი.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ რეზოლუცია იყოს მხარდაჭერილი როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა