პატრულის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

პატრულის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. გამოკითხვას ესწრება არასრულწლოვანის დედა, უფლებადამცველი და ფსიქოლოგი.

ადვოკატ ჯანო ჭკადუას ინფორმაციით, დღეს არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობა უნდა მოხდეს.

„დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვედით იმისათვის, რომ მოხდეს არასრულწლოვანის დაზარალებულად ცნობა. ამის შემდეგ შესაძლებელია საგამოძიებო ორგანოს ჰქონდეს დამატებითი კითხვები, რომელზეც არასრულწლოვანი მზად არის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ასევე დღეს უნდა მოხდეს დაკავებული პოლიციელებისთვის ბრალის წარდგენა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე”, - აღნიშნა ჯანო ჭკადუამ.

მისივე თქმით, არასრულწლოვნისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის პასუხიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„არასრულწლოვნისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც დეტალურად იქნება აღბეჭდილი რა სახის ზიანი მიადგა არასრულწლოვანს. ჩემი შეფასებით, ორივე პოლიციელი სასამართლომ უნდა დატოვოს საპატიმროში, ამ კუთხით ოჯახი მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან”, - აღნიშნა ჯანო ჭკადუამ.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა