ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა - ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, რუსეთის როლზე ხაზგასმა, რაც რეზოლუციაში არ არის

„ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა, „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება მისი თანაავტორი - როგორც ვიცი, "ქართული ოცნება" ამ რეზოლუციას დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტის იმ ვარიანტში, რომლის დაინიცირებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, რუსეთის როლი არ არის ხაზგასმული, რაც იყო ოპოზიციის მოთხოვნა.

„დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, შეთანხმებას შევძლებდით. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება და ის ტექსტიც კი, რაც დილით იყო წარმოდგენილი, შეიცვალა, ამ რეზოლუციის თანაავტორი "რესპუბლიკური პარტია" არ იქნება, როგორ მოიქცევა ზოგადად ოპოზიცია, ამაზე შევჯერდებით, დავილაპარაკებთ, გვექნება საკუთარი წინადადებები. როგორც ვიცი, "ქართული ოცნება" ამ რეზოლუციას დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით.

ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად რუსეთის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში ხაზგასმული არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ქართული ოცნება“ ფრთხილია ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ ჩანდა, რომ მზად იყო ფორმულირებები, რაც შესთავაზა ოპოზიციამ და არ იყო აცდენილი არც რეალობას და არც იმ ტონს, რაც გვესმის მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები და კომენტარები და მზად არის როგორც ჩანს, იყოს თვითონ ინიციატორი და არ ჩათვალა საჭიროდ ყოფილიყო საერთო“, - განაცხადა სამნიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო