მამუკა მდინარაძე - 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული - სჯობს, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს, მგონია, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან თითოეული სიტყვა გაზომილია

სჯობს, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს, მგონია, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან თითოეული სიტყვა გაზომილია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის 5-6 შენიშვნიდან 2 შენიშვნა გაითვალისწინეს.

„დღენახევრის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა ტექსტი, ოპოზიციას თუ აწყობს, რომ თქვას ერთხელ შეიცვალაო, ასე იტყვიან, გასაგებია, მაგრამ იყო სხვადასხვა ვერსია, რომლებიც გამომდინარეობდა მაგიდასთან მსხდომ ადამიანებთან კონსულტაციების შედეგად როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.

შეთანხმებულები ვიყავით, რომ წინა ვერსიებზე არ გვესაუბრა, შევჯერდით ტექსტზე, რომელიც იყო საბოლოო ჯამში რაციონალური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული და 4 არა, სხვა ვერსია თუ ჰქვია ამას, კი ბატონო. ყოველთვის სჯობს, იყოს მრავალპარტიული და მგონია, საბოლოო ჯამში მათ მხარი უნდა დაუჭირონ ამას, რადგან აქ თითოეული სიტყვა არის გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რომ იყოს სადაო", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა