მამუკა მდინარაძე - ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან - რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან

ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რატომ არ არის ნახსენები ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი უკრაინისადმი მხარდასაჭერ რეზოლუციაში.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ყველა სიტყვა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გათვალისწინებით.

„ჩვენ ნუ შევაფასებთ რა არის რთული და რა არის მარტივი. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა მოსაზრება. ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. რეზოლუცია მთლიანად დაცლილია და ამას შემთხვევით არ ვამბობ, პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან.

ამ რეზოლუციის მოწოდება, მთავარი პოსტულატი ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოახერხოს უკრაინაში ომის არდაშვება. აი, ამ ინტერესებიდან გამომდინარეობს.

იყო რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იმ მაგიდასთან, რაც ორი დღის განმავლობაში ისმოდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა მოსაზრება ყოფილიყო გათვალისწინებული, ყველა სიტყვა ყოფილიყო აწონილი და ყველა ფრაზა ყოფილიყო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღენახევრის განმავლობაში ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინებით ტექსტი ოთხჯერ შეიცვალა.

„მაგალითად, სათაურიც კი შეიცვალა ოპოზიციის წარმომადგენლების თხოვნით და მათი შენიშვის გათვალისწინებით. ასევე, ჩანაწერი შეიცვალა მესამე პუქტში და ა.შ.“, - აცხადებს მდინარაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს