ბათუ ქუთელია - „ქართული ოცნება“ ვერ ახსენებს რუსეთს - თითქოს მარსიდან შეიჭრნენ უკრაინაში და ისინი ემუქრებიან ქვეყნის სუვერენიტეტს

„ქართული ოცნება“ ვერ ახსენებს რუსეთს - თითქოს მარსიდან შეიჭრნენ უკრაინაში და ისინი ემუქრებიან ქვეყნის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ „დროას“ წევრმა, ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდა და პარლამენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქამდეც არ უხსენებია რუსეთი და ვერც მომავალში ახსენებს.

ქუთელიას შეფასებით, ოპოზიციას შეუძლია უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია წარმოადგინოს.

„რიტორიკასა და ქმედებას შორის არის დიდი განსხვავება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მიტაცებული სახელმწიფოსი - რიტორიკული ფასადია შექმნილი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ხელისუფლებას, უნდა დასავლეთი, თუმცა, რეალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩამოვშორდეთ დასავლეთს, - თუ გაითვალისწინეთ რა შეტევაზე გადადიან ევროპარლამენტარების მიმართ, რა შეურაცხყოფას აყენებენ. ჯამში, ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება იმ რიტორიკას, რასაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, რეალური ქმედებები ლოგიკურად ჯდება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პოსტულატი იყო, საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთს და რუსეთს შორის.

რეზოლუციის ტექსტს ოპოზიცია ვერ გამოასწორებს, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ ახსენებს რუსეთს. არც აქამდე უხსენებიათ - არც „ტვიტში“ და არც სატელევიზიო გამოსვლაში. თითქოს მარსიდან შეიჭრნენ უკრაინაში და ისინი ემუქრებიან უკრაინის სუვერენიტეტს. ოპოზიციას რაც აქვს ბერკეტი არის ის, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ან ალტერნატიული რეზოლუციის ტექსტი გააკეთოს, ანდა საჯარო მიმართვა“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა