ენტონი ბლინკენი - შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა - ღია კარის პოლიტიკაზე არ არის ცვლილება, არ იქნება

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს - შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიმართ „ასახავს დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი ამას აირჩევს“ და დასძინა, რომ იგი მოელის შემდგომ დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში.

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მოიცავს შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადების შესახებ და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებისთვის, სადაც შეგვიძლია, ვიპოვოთ საერთო ენა", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც აშშ-მ და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და უარი თქვან რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს უკრაინა ალიანსში წევრად.

"არ არის ცვლილება. არ იქნება ცვლილება", - თქვა ბლინკენმა აშშ-ს მიერ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომელთა დასაცავად მზად ვართ, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოების უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები“, - დასძინა მან.

გასული წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმებათა 2 პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მოსკოვს გააჩნია მოლოდინი აშშ-სა და ნატოსგან, რომ უარს იტყვიან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომ გაფართოებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა