ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი

„ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი აგრესორი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი, - ასე აფასებს უკრაინის მხარდასაჭერ ,,ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, კრემლის ინტერესს ემსახურება ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც ოკუპანტი.

„ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი! შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხვდება და აღიქვამს იმ რეალობას, რაშიც ვართ, ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად აქციეს ჩვენი სახელმწიფო და ამიტომაც არის, რომ ადგენენ იმ რეზოლუციას, რომელიც არა უკრაინელი ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, არამედ ემსახურება კრემლის პროპაგანდას. ცხადია, რომ რეზოლუციას, სადაც რუსეთი არ იქნება ხსენებული, მითუმეტეს, არ იქნება, როგორც ოკუპანტი ხსენებული, ვერ დავუჭერთ მხარს. ეს არ არის ნორმალური და ეს დაემსგავსება ხელისუფლებისთვის "პირის მობანას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს