ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი - საერთოდ არ ვიყავით კონკურენტები დასახელებული, როცა ერთ-ერთმა პარტიამ თავისი სასურველი კანდიდატი დაასახელა - ვფიქრობ, რეფორმების პაკეტით მათ მოსაზრებას შევუცვლი

საერთოდ არ ვიყავით კონკურენტები დასახელებული, როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი სასურველი კანდიდატი დაასახელა, ვფიქრობ, რეფორმების პაკეტით მათ მოსაზრებას შევუცვლი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თენგიზ თევზაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მისი კანდიდატურის მოსმენა უნდა გაიმართოს.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, დეპუტატების ყველა კითხვას პასუხს გასცემს, რათა პარლამენტს დაუმტკიცოს, რომ საჭიროა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნეიტრალური და კეთილსინდისიერი თავმჯდომარე ჰყავდეს.

“დღეს საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინო რეფორმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, როგორც ბრენდს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. მინდა, საქართველოს მოქალაქეებს გავუჩინო რწმენა იმისა, რომ ქართველები არიან ხელისუფლების წყარო. აქ იმისთვის ვარ, რომ ეს რეფორმების პაკეტი პარლამენტს წარვუდგინო და დავუმტკიცო მათ, რომ საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით წინასწარი მონაცემების ერთ საათში გამოცხადება შესაძლებელია. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში, იქნება ეს 2024 წლის არჩევნები, რიგგარეშე თუ სხვა ტიპის არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს არაუგვიანეს ერთი საათისა. აქ ვარ რეფორმების პაკეტით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემცირდება სუბიექტური ჩარევა ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცესში და საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩევლის ნდობა გაიზრდება. აქ იმისთვის ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინო რეფორმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მობილიზებულ და მატერიალური დაინტერესებით შეკრებილ საზოგადოებას ჩავანაცვლებ პასუხისმგებლიანი და მოხალისეობით აღჭურვილი მოქალაქეებით. მხარდაჭერის მოლოდინს რაც შეეხება, დაშვებულ იქნა სამწუხარო შეცდომა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ შეცდომას ის პოლიტიკური პარტია ეტაპობრივად ასწორებს. საერთოდ არ ვიყავით კონკურენტები დასახელებული, ხოლო ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი სასურველი კანდიდატი დაასახელა. ვფიქრობ, რეფორმების პაკეტით მათ მოსაზრებას შევუცვლი და გავცემ ყველა იმ შეკითხვაზე პასუხს, რომელიც მათ ჩემ მიმართ აქვთ. მეც მაინტერესებს, თუ რა კითხვებია, დაწყებული აფილაციით, დასრულებული მენეჯერული გამოცდილებით. არა მხოლოდ რეფორმაზე, არამედ ყველა მნიშვნელივან საკითხზე უნდა გავცე პასუხი, რათა პარლამენტს დავუმტკიცო, რომ საჭიროა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნეიტრალური და კეთილსინდისიერი თავმჯდომარე”,- განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებმა ცესკოს წევრობის ოთხ, ხოლო თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს უნდა მიუსმინონ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა