თორნიკე შარაშენიძე - ომი  მარტივი იქნებოდა სადღაც 3 კვირის წინ, ვიდრე უკრაინელები მიიღებდნენ შეიარაღებას - ახლა, როცა ყოველ დღე რაღაც შეიარაღებას იღებენ, ომი ცოტა უფრო რთული იქნება რუსეთისთვის

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაიწყებს და მეორე მხრივ კრემლს არც იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ამერიკა ულტიმატუმებს დაჰყვებოდა და ნატოს მომავალ გაფართოებაზე უარს იტყოდა. როგორც შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" განმარტა, ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების დაწყება იყო, რომელიც ძირითადად სამხედრო შეიარაღებას შეეხება.

თუმცა, ამასთანავე, ექსპერტის განმარტებით, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ, რუსეთმა შეიძლება აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონები.

„არც რუსეთს არ ჰქონდა მოლოდინი, ალბათ, რომ ამერიკელები ასე ღიად იტყოდნენ უარს ნატოს გაფართოებაზე, ეს ხომ თავიდანვე ცნობილი და გასაგები იყო. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია მიიღონ დათმობები სწორედ იმ საკითხებში, სადაც მოლაპარაკებები შესაძლებელია - ანტისარაკეტო სისტემების პროექტები, რაც შეიძლება ჰქონდეს ნატოსა და ამერიკას, ეს არის მათი პროგრამა მინიმუმი, რომ ახალი მაინც აღარ გაკეთდეს, იმიტომ, რომ გეოგრაფია ოხერი რამეა, რუსეთი ჯერ ერთი გეოგრაფიით ისე დალოცვილი არ არის და მეორეც, რუსეთს არ ჰყავს პარტნიორები, განსხვავებით ამერიკისგან, რომელსაც პარტნიორები ჰყავს ევროპაში, ნატოს წევრი სახელმწიფოები და ამერიკას შეუძლია, თავისი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე განალაგოს თავისი ბაზა, რაკეტები და ა.შ. რუსეთს ამის ფუფუნება არ აქვს არანაირად, კარგი მეზობელიც კი არ ჰყავს, პარტნიორს რომ თავი დავანებოთ. თითქმის ყველასთან გაფუჭებული აქვს ურთიერთობა. ასე რომ, ახლა უკრაინის დაბულინგებით და დასავლეთის დაშანტაჟებით, ცდილობს, რომ ამ საკითხში მიიღოს დათმობა, ეს არის ჩემი ვერსია.

მე არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ღიად აპირებს უკრაინაზე შეტევას და შტურმს, იმიტომ, რომ რა უნდა მოიგოს ჩემთვის გეუგებარია. მიზანი იყო, ალბათ, რომ ამერიკელები დაესვათ სავაჭროდ მაგიდასთან, თუმცა როცა ადგებიან ამ მაგიდიდან, მერე არ გამოვრიცხავ, რომ ცნონ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები, იმიტომ, რომ როცა ეს კრიზისი ჩაივლის ისე, რომ ომი არ იქნება და მთელი მსოფლიო ამოისუნთქავს, ამ ტერიტორიების ცნობას შემდეგ ყველა გაატარებს, იტყვიან, რომ რადგან ომი არ არის, ჯანდაბას და ამის გამო სანქციებს არ დავადებთო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკას ორ ფრონტზე აქვს საბრძოლველი, ეს არის, პირველ რიგში, ჩინეთი და შემდეგ რუსეთი, ამიტომ რაღაც რაციონალური დათმობა არ უნდა იყოს გამორიცხული. რა თქმა უნდა, ეს დათმობა არ ეხება ნატოს გაფართოვებას, არამედ ეხება ანტისარაკეტო სისტემებს და რაღაც მსგავსს. შეიძლება ამერიკის ინტერესებში იყოს რაღაც დათმობა რუსეთთან, იმიტომ, რომ მიწიხვლა ძალიან რუსეთის, შეიცავს რაღაც საფრთხეს.

ომი არ იქნება, ომი იქნებოდა მარტივი სადღაც 3 კვირის წინ, სანამ უკრაინელები მიიღებდნენ შეიარაღებას და ახლა, როდესაც ყოველ დღე რაღაც შეიარაღებას იღებენ და მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, ომი ცოტა უფრო რთული იქნება რუსეთისთვის.

აქვე არ დავივიწყოთ „ჩრდილოეთის ნაკადი ორი“, რომელიც გაეშვება ამ კრიზისის შემდეგ, როცა დალაგდებიან, და მისი გაშვების შემდეგ, უკრაინა გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდება, იმიტომ, რომ თუ არ მოესწრო ამ პერიოდის განმავლობაში მისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის აწყობა გაზის მიწოდებისთვის, რუსეთს შეუძლია მერე გაუთიშოს გაზი ნებისმიერ მომენტში უკრაინას. შესაბამისად, 2 წელიწადში უფრო მეტი ბერკეტი ექნება უკრაინაზე რუსეთს და რაში სჭირდება ახლა ომი,“- განაცხადა შარაშენიძემ.

მან „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული რეზოლუციის ტექსტიც შეაფასა.

„არც ლიეტუვას, არც ლატვიას, არც უკრაინას და პოლონეთს ასეთი ხათაბალა არ აქვთ როგორც ჩვენ- რუსული ბაზა დედაქალაქის სიახლოვეს არ უდგას. მე კი მინდა მუშტების ქნევა. მეც არ მომწონს - რეზოლუციას თუ იღებ, იქ უნდა ახსენო, ალბათ, რუსეთი. აქამდე ერიდებოდნენ და წელავდნენ, სანამ დაპირისპირების ფაზა იყო ცხელი, ახლა, როდესაც ტემპერატურა დაიწევს, ალბათ, ახლა განცხადებას გააკეთებენ,“- აღნიშნა შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა