ზუგდიდში ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამასთან მოსამართლემ განმარტა, რომ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და სამართალდამცავს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

რაც შეეხება, დაცვის მხარეს, უფლებადამცველი კობა ტაბაღუა გირაოს სახით 50 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

25 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქალზე ძალადობაა ასახული. ფაქტზე ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი გ.ბ დააკავეს. მას ბრალი 126-ე მუხლის, პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია