დავით ზალკალიანი - ძნელია წინასწარ განჭვრიტო, რა იქნება რუსეთის გადაწყვეტილება - ჩვენ და დასავლელი პარტნიორები მზად ვართ, ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც

ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად ვართ, ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც , - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ კითხვას იმის შესახებ, რა მოხდება უშუალოდ საქართველოში, თუკი უკრაინაში მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, რათა ყოველი ნაბიჯი მათთან იყოს შეთანხმებული და 2008 წლის მსგავსი სცენარი თავიდან იქნას აცილებული.

„ძალიან ძნელია, წინასწარ განჭვრიტო რა იქნება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. რთულია, საქართველოს ხელისუფლება კი არა, ვერცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი წინასწარ ვერ ამბობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსკოვში. ამიტომ ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად ვართ, ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც. სამწუხაროდ, ამის გამოცდილება გვაქვს, მხედველობაში მაქვს 2008 წელი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია აგრესია, რასაც შედეგად მოჰყვა ოკუპაცია და პროცესი, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. თბილისიდან, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რომ რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, ძალიან ნათელი მაგალითია ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რა შეიძლება მოჰყვეს სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ინტერვენციას და რომ აქ აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში და ურთიერთობაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი ყველა პრევენციული ნაბიჯი იყოს მათთან შეთანხმებული და მათთან კოორდინაციაში გაკეთებული. მინდა, დაგარწმუნოთ, ამ პროცესში ჩვენ ვართ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს მთავარ სტრატეგიულ ყველა პარტნიორთან.

ყველა შესაბამისი ბერკეტი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს, მოხდეს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის პრევენცია. რა თქმა უნდა, ამისთვის რასაც პარტნიორები აცხადებენ, ზომები, რასაც ისინი მიიღებენ, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ვფიქრობ, რომ დასავლეთი არის ძალიან თანმიმდევრული და მკაფიო. მათ შორის ამაზე რომ საუბრობენ, ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ბერკეტი და ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება და ვართ კიდევაც მათთან ძალიან ახლო კოორდინაციაში, რადგან ყველა ნაბიჯი იყოს მათთან ერთად შეთანხმებული იმისთვის, რომ უმძიმესი გამოცდილება, რაც ჩვენ 2008 წელს გვქონდა, არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაყენოთ კატასტროფის და საფრთხის წინაშე, რაც შეიძლება კიდევ ერთ დაპირისპირებას მოჰყვეს, ეს იქნება დამღუპველი. ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის სცენარი და განვითარება, რომელიც 2008 წელს იყო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა