BTU-ს განახლებადი ენერგიების ლაბორატორია ევროკავშირის დაფინანსებით პროექტების განხორციელებას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის დაფინანსებით ჟან მონეს ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. "EU for Energy Security and Renewable Energy" - EU-Energy-SSDP ჟან მონეს 3 წლიანი მოდულია, რომელიც BTU-ს განახლებადი ენერგიების ლაბორატორიის ფარგლებში არაერთ აქტივობას განახორციელებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის.

ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან - ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც პროექტი ფოკუსირდება.

აქტივობებს შორისაა:

  • 2 ახალი სასწავლო კურსის შემუშავება: “EU Energy Security Policies”, “ Renewable Energy Policies in EU and Georgia”
  • საზაფხულო სკოლის ორგანიზება: “EU for Energy Security and Renewable Energy”
  • კვლევა: “Renewable energy sources utilization in Georgia and its compliance with EU agenda”
  • EU4ENERGY კვირეული.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს