გრიგოლ გეგელია - მაშინ, როცა საქართველო უნდა იყოს ყველაზე სოლიდარული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენ საბრძოლველი გვიხდება სწორი ტიპის რეზოლუციის ტექსტის მიღება

მაშინ, როდესაც საქართველო უნდა იყოს ყველაზე სოლიდარული სახელმწიფო უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენ საბრძოლველი გვიხდება სწორი ტიპის რეზოლუციის ტექსტის მიღება, - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას პარტია "ლელო საქართველოსთვის" ხელს მკაფიო პოზიციის ხაზგასასმელად აწერს.

„ჩვენ ხელს ვაწერთ ამ თანაინიცირებულ დოკუმენტს იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენ, ქართველ საზოგადოებას გაგვაჩნია ბევრად უფრო მკაფიო მორალური და პოლიტიკური პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ვიდრე "ქართულ ოცნებას".

„ქართული ოცნების" საქციელი არის სამარცხვინო მაშინ, როდესაც უკრაინის წინაშე დგას ეგზისტენციური საფრთხე. მაშინ, როდესაც საქართველო უნდა იყოს ყველაზე სოლიდარული სახელმწიფო უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენ საბრძოლველი გვიხდება სწორი ტიპის რეზოლუციის ტექსტის მიღება. შესაბამისად, ჩვენ მრავალპარტიული განაცხადის სახით დავაფიქსირეთ ის, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას გაგვაჩნია მკაფიო პოზიცია და გვინდა "ქართულ ოცნებას" მოვუწოდოთ, საპარლამენტო ფორმატში მიღებული იქნეს ადეკვატური რეზოლუცია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამ წუთებში, პარლამენტთან, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას ხელს აწერენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს