პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესზე - ჩემი აზრით, ერთი შედეგი დავდეთ, როცა შევხვდი ყველა პარტიის წარმომადგენელს, მაგალითი იყო, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი

ეს არ არის ჩემი პროცესი, ეს არ არის არცერთი პრეზიდენტის პროცესი, საზოგადოება ამას არ ელოდება, რომ პრეზიდენტებმა რაღაც გადაწყვიტონ, საზოგადოებამ თვითონ უნდა დაიწყოს გააზრება თავის წარსულის, იმ ეპიზოდების, რომელზეც ჩათვლის, რომ შეუძლია მონახოს თანხმობის ელემენტები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მის მიერ წამოწყებულ საერთო ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ ეს პროცესი ხელისუფლებამდე მიდის, თუმცა, იქამდე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.

„მე მესმის, რომ ეს რაღაც დონეზე რთულია გასაგებად, რადგან მიჩვეულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები, ზემოდან, ვერტიკალიდან მართულია და საზოგადოებამ დაკარგა თავის ხმის უფლება. თუნდაც, როცა ხმას აძლევს არჩევნებში, ითვლება, რომ იქ მისი მანდატი არც არსებობს და შეიძლება, რომ მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, ან თქვა, რომ 43% დამჭირდება, რაც გაუგებარია. ვინც საზოგადოების ხმა მიიღო, ამას უნდა მიჰყვეს. ამიტომ დროულია დავუბრუნდეთ საზოგადოებას და საუბრის სივრცე დავუბრუნოთ და მივცეთ მას, თვითონ გამონახოს, სად არის იწ წერტილები, სადაც შესაძლებელია შეთანხმება.

ვართ დღეს იმისთვის მზად, რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია? სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ დაიცვა თავის არჩეული პრეზიდენტი გადატრიალებისგან, ამაზე თუ ვართ მზად ეს არის პირველი შეთანხმების წერტილი. მაგრამ ილუზიები არ მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის შეფასებაზე, იქნებიან ადამიანები. რომლებიც ჩათვლიან, რომ არის გმირი და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მძიმე შეცდომები აქვს ჩადენილი. ეს ისტორიკოსების შესაფასებელი დარჩება, მაგრამ არ უნდა შევიკავოთ თავი, რომ სადაც შეთანხმების თუნდაც ვიწრო ელემენტებია, იმაზე შევთანხმდეთ.

ბევრი სხვა მაგალითი შეიძლება ავიღოთ, ვთქვათ მოქალაქეების დარბევა, რაც შევარდნაძის პერიოდში იყო, მერეც მოჰყვა ჩვენს ისტორიაში, მედიის დარბევა, ზეწოლა მედიაზე, შეჭრა სპეცრაზმებით თუ სხვა ფორმით, ვთანხმდებით, რომ აღარ გვინდა ეს? არ უნდა იყოს გამოყოფილი პერიოდები, ყველაფერი უნდა გავიაროთ, თუნდაც, დღემდე. ბოლოს ხელისუფლებასთან მივდივართ. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავის ხმა და ძალა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, შემდეგ გადადის ეს პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური პარტიების დონეზე. ვინც არ შეასრულებს, მათზე საზოგადოება თავის დასკვნას გამოიტანს.

შედეგი უკვე არის, ჩემი აზრით, ერთი შედეგი დავდეთ, როცა მე შევხვდი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მაგალითი იყო, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა