სალომე ზურაბიშვილი - მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, როცა მოლაპარაკებები გვქონდა, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აირჩიოს ალიანსები

მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. სწორედ ჩემი ინიციატივა იყო, რომ მედიის ყველა წარმომადგენელი აქ შეგკრიბეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს პრეზიდენტი იმ კუთხით, რომ საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივების მთავარი გამტარი გახდეს მედია და ეს იყოს ეროვნული თანხმობის ერთ-ერთი ასპექტი.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების შეთანხმებას „გაზომვა“ არ სჭირდება.

„მიზანი სულ არ არის, რომ ხელოვნური ერთიანი სულისკვეთება გამოვავლინოთ. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ქვეყანა ქვეყანა არ არის, თუ მას არ აქვს გარკვეულწილად ან ნაწილობრივ თავისი წარსულის ხედვა. მან უნდა იცოდეს, თუ რა იყო ეს წარსული. წარსულში ჩვენს კონფლიქტებზე იგივე მიდგომა არის საჭირო. თუ შევძლებთ საუბარს და ხელოვნური მოსაზრებებიდან გადასვლას უფრო რეალურზე, იქაც დაგვეხმარება ეროვნული თანხმობა.

ვიცი, რომ უკრაინის საკითხზე საზოგადოება არის შეჯერებული. მე ვერ გავაკეთებ დასკვნებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ძალიან ცნობილი. მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირე და ალიანსები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს