სალომე ზურაბიშვილი - ეროვნული თანხმობის პროცესში, საზოგადოებამ მთავარი ძრავის როლი უნდა შეასრულოს და პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ელოდოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეროვნული თანხმობის პროცესში, საზოგადოებამ მთავარი ძრავის როლი უნდა შეასრულოს და პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ელოდოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, გეგმა კი საზოგადოებამ უნდა განახორციელოს.

„ისე ვიტყვით, თუ ასე, მაინც ვართ დაუსრულებელ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ჩანს თუნდაც თქვენში. აუცილებელია, საზოგადოებამ ითამაშოს მთავარი ძრავის როლი და არ ელოდოს პოლიტიკურ პარტიებს. ინსტიტუციურად მდგრად ქვეყნებში, რომლებიც ძველი დემოკრატიები არიან, იქ შეიძლება საზოგადოება ენდოს ამ ინსტიტუტებს, თვითონ უფრო პასიურები იყვნენ, თუმცა იქაც არის დღეს პოლარიზაციის ნიშნები.

ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ჩაერთოს საზოგადოება, თვითონ მიაღწიოს იმ შედეგებს, რასაც მიაღწევს. მართალია, ჩემი გეგმა არ უნდა განხორციელდეს, მე პროცესის ხედვა მაქვს, თუმცა, უნდა განხორციელდეს საზოგადოების გეგმა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს