სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული - უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ

ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული. ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რაღაც პრინციპები, რომელზეც საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და არ დაიწყოს „ქექვა თუ ზუსტად რა მოხდა“.

„არ შეიძლება ყველაფერზე და ყველა წინა მოვლენებზე და მიზეზებზე შეთანხმება, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ გვაქვს რეალურად არა 30 წელი, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ორი საუკუნე, არაფერზე არ ვთანხმდებით. დაწყებული ერეკლეს უნდა მოეწერა ხელი თუ არ უნდა მოეწერა ხელი...

არსებობს რაღაც პრინციპები. მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, სხვადასხვა პროცესი, სხვადასხვა ჯგუფი, თუნდაც შეიარაღებული, რომ არ შეიძლება, რეპრესია გადავიდეს კოლექტიურად მოქალაქეებზე და რეგიონზე. მე ლაპარაკი მაქვს სამეგრელოში რეპრესიებზე. მე მგონი, დღეს მოვიდა ის დრო, რომ ამაზე შევთანხმდეთ და არ დავიწყოთ ქექვა იმაში თუ იქ ზუსტად რა მოხდა, ვინ იყო იქ, ვისი ბრალი იყო, ვიღაცები არ მოიქცნენ ასე თუ ისე. ზოგადად როგორც ჩვენი ისტორიის ნაწილი, მე მგონი უნდა შევთანხმდეთ, თუ ვართ ცივილიზაციის ქვეყანა, რომ ასეთი ქმედებები არის მიუღებელი.

გადავიდეთ მექანიზმებზე. არსებობს მექანიზმები ამ ქვეყანაში, რომელიც დაიწყო და ხშირად ნახავთ, რომ ეს მექანიზმები იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდა უნებურად გრძელდება. მაგალითად, მტრის ხატი, ის, რაც მეც შემეხო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება, უცებ ხდება რუსეთის აგენტი, "კაგებეს" აგენტი. ეს დაიწყო მაშინ და გრძელდება ყველა ჩვენ სხვადასხვა პერიოდში, დღემდე. თუ არ ეთანხმები, ხარ უცებ მოღალატე. მტრის ხატი არის გამოყენებული იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ეს არის განსხვავებული აზრი და თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ რეალურად, საზოგადოება როგორც საზოგადოება არ არსებობს. ეს არის ის, რაზედაც უნდა გაიხსნას დისკუსია და არა იმ წინაპირობით, რომ თუ ყველაფერზე არ შევთანხმდით, მაშინ არაფერზე არ ვთანხმდებით. ეს არის მოლაპარაკებების პრინციპი და არა თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი, რომელსაც აქვს თავისი გამოჯანმრთელების უნარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა