სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული თანხმობის მიმდინარე პროცესი თანდათან დაიხვეწება, შემდეგ კი შესაძლოა, ქარტიის ან ეროვნული კრების სახე მიეცეს

საზოგადოების მოთხოვნები უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე ეს მოდის უცხოელებიდან ზოგადი ფორმით. ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა თავისი პოლიტიკური ელიტისთვის და ვნახოთ, რა რეაქციას მისცემს პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ თანხმობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესი თანდათან უფრო მეტად ჩამოყალიბდება და დაიხვეწება, შემდეგ კი შესაძლოა, ქარტიის სახე მიეცეს.

პრეზიდენტის შეფასებით, საზოგადოების მიერ წამოყენებული საკითხები, პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს შეასრულოს მოსახლეობის ერთგვარი დაკვეთა.

„არანაირ მოკლევადიან შედეგს, გარდა იმისა, რაც ვთქვით, - თვით საუბარი, რომელიც დაიწყება საზოგადოების სხვადასხვა დონეზე, ეს არის უკვე თავის თავში შედეგი. პირველი ეტაპის შედეგი უნდა იყოს საზოგადოებისგან, რომ დადოს საზოგადოებამ ერთი მხრივ, პრინციპები: ეს შეიძლება იყოს ქარტია, ეროვნული კრება, რომელიც შეიკრიბება, - ამას გზადაგზა ჩამოვაყალიბებთ და დაიხვეწება. ქარტია შეიძლება იყოს პრინციპები, რომელსაც იზიარებს საზოგადოება, რომელიც შემდეგ აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაითავისოს ეს პრინციპები.

ამ შემთხვევაში ჩემი აზრი არის მეორადი, მაგრამ მგონია, იქნება რეკომენდაციები, რომელიც მივა იქამდე, - დამოუკიდებელ სასამართლომდე. საზოგადოების მოთხოვნები უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე ეს მოდის უცხოელებიდან ზოგადი ფორმით. ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა თავისი პოლიტიკური ელიტისთვის და ვნახოთ, რა რეაქციას მისცემს პოლიტიკური ელიტა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი