პრეზიდენტის განცხადებით, მისი სიტყვა მტკიცედ იქნა გამოხატული და ვეტო არაფერს ცვლის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ნათლად გამოხატა პოზიცია სასამართლო სისტემაში არსებულ ცვლილებებთან და იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის კითხვას იმის შესახებ, რომ რადგან ზურაბიშვილმა სასამართლოს სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო, ხომ არ იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი, რომ პრეზიდენტის ხელთ არსებული ბერკეტები მას ამ კუთხით უფრო რაციონალურად გამოეყენებინა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სიტყვა მტკიცედ იქნა გამოხატული და ვეტო არაფერს ცვლის.

ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის ფსევდოიურიდიული საკითხი.

ჟურნალისტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. „კლანის“ წარმომადგენელს დაუჭირა მხარი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩია.

ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უაპელაციო კრიტიკა.

„ჩვენ თუ გვსურს, რომ დავიწყოთ საუბარი, უნდა დავიწყოთ კითხვებით და პასუხის მოსმენით და არა უაპელაციო კრიტიკით, რომელიც არაფერთან მიდის გარდა იმისა, რომ ყველას აქვს თავისი პოზიცია. პირველ რიგში, ამ პროცესს ხელს შეუშლის უნდობლობა და სკეპტიციზმი. მეორე რიგში, ხელს შეუშლის პოლიტიკური პარტიების პოზიციონირება. ისინი თავის პოზიციებს გაიმეორებენ. შეიძლება ვახსენოთ სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობა - ეს ყველაფერი არის ხელის შემშლელი ეროვნული თანხმობის მიღწევაში. ვიცი, რომ მე მექნება ძალიან ვიწრო ხიდზე გასასვლელი, რათა ჩემი პოზიციონირება არ გახდეს ვინმეს მძევალი ამ სიტუაციაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის არდაზიანება და ამას ვინ როგორ გაიგებს, როგორ გამაკრიტიკებს, სულერთია, რადგან ამას მიჩვეული ვარ. ჩემივე თავის წინაშე მექნება ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ გავიარო ამ ბეწვის ხიდზე.

ჩვენი საბჭოთა მენტალობის ნარჩენია, საზოგადოების არაღიარება, როგორც ცალკეული ძალის, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას და ძალა გამოაჩინოს. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება, რომ საზოგადოების მოცემული მანდატები არაფრად ჩათვალონ პოლიტიკურმა პარტიებმა - ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცის უნიკალური ფორმა, სხვაგან ეს არ მინახავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო