ლევან ბეჟაშვილი - ცენტრალური საკითხია სააკაშვილის წამების ფაქტების დადგენა,  საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების ჩართვა და თუ საჭიროა, მისი საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა

ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური და წამების ფაქტების დადგენის საკითხი, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ღონისძიების მიმართვა, მათ შორის, საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების ჩართვა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და თუ საჭიროა, მისი გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ორშაბათს პარტია გაჟღერებს გეგმას, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით რა ტაქტიკა ექნება პარტიას.

"ფრაქციის სხდომაზე, რომელშიც პარტიის სამდივნოც მონაწილეობდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა მიმართულებით ფართო სპექტრით გააქტიურება. ამიტომ ჩვენ ორშაბათს გავაჟღერებთ პოლიტიკური საკითხების იმ საერთო სტრატეგიას, რომელიც აუცილებელია პარტიამ, ფრაქციამ მუშაობა დაიწყოს. პირველი ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური, წამების ფაქტების დადგენის საკითხი, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ღონისძიების მიმართვა, მათ შორის, საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების ჩართვა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და თუ საჭიროა, მისი გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში იმისთვის, რომ ნორმალური რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი და ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, ასევე აქციების დაწყების საკითხი. ამიტომ ორშაბათს ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან გეგმას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით რა ტაქტიკა გვექნება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სტრატეგიულ გეგმაში",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო