“ლელოს“ ლიდერები 3 თებერვალს უკრაინაში ჩავლენ

3 თებერვალს, "ლელოს" დელეგაცია მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავა.პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც რადაში ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშული, ვიზიტის მთავარი მიზანია თანადგომა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს, როგორც პარტია "ლელოს", ასევე საქართველოს ყველა იმ მოქალაქის სახელით, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აუცილებლად თვლის.

"ლელოს" დელეგაციაში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად არიან საპარლამენტო ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი და "ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტი, ამ დროის ინფორმაციით მინიმუმ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, "ლელომ" საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრისას თანადგომის ოფიციალური ნოტა/წერილი უკრაინის პრეზიდენტს და რადას სპიკერს უკვე გაუგზავნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს