თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი კვლევა, რითაც დადგინდება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით".

„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“.

რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის