ნინო ლაცაბიძე - "ნაციონალური მოძრაობისა“ და "საქართველოსთვის“ კოალიცია, რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა

,,ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ კოალიცია, რუსთავში დღეს ოფიციალურად გაფორმდა“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსთავის მერის თქმით, ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად ქცეულმა სუბიექტებმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს.

,,ფორმალურად ამ ორი პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონში მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს უხუცეს წევს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ამის გამო უკვე ჩანიშნული სხდომის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

,,საკრებულოს უხუცესი წევრი ჩვენი გუნდის წევრია და არის კოვიდინფიცირებული, თუმცა პროცედურული ფაქტორების გამო, ხელი არ შევუშალეთ სხდომის ჩატარებას. ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც რუსთავის მერისთვის, პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა ჩემი ქალაქის ინტერესები დგას. რუსთაველებმა ნდობა გამომიცხადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ჯანსაღი, კომფორტული და განვითარებული გავხადოთ, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთავის განვითარებას და რუსთაველების ყოველდღიურობას უკეთესს გახდის. მე აუცილებლად შევიტან საკრებულოში ქალაქის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს და თუკი ოპოზიცია მათ არ დაამტკიცებს, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქისა და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ბედი და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები და მუდმივი პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ. მინდა ყველამ იცოდეს, საკრებულოში წარდგენილი პროექტების ბოიკოტი რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება და სხვა არაფერი“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ის რუსთაველებს უამრავ სიახლესა და ინიციატივას ჰპირდება, რომელიც ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, ხოლო თუკი მათ განხორციელებას ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ, ისინი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს