პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს

პარლამენტი 1-ელი თებერვლის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს. მათი არჩევა კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში ასახულია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი არიან - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

გასულ კვირას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის შედეგად, მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს გამოუცხადა.

გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მოხდა, არჩეული კანდიდატები თანამდებობას კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, ნაცვლად ხუთი წლისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო