პარლამენტის ბიურომ რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ისე იწყებს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ წარდგენილი ანგარიში განუხილველია.

მათ შორისაა, საქართველოს პროკურატურის და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელიც პარლამენტს რეგლამენტის შესაბამისად, ჯერ კიდევ გასული წლის საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები კომიტეტს ამ დრომდე არ განუხილავს და შესაბამისად, განსახილველად არც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასულა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მამართვის საფუძველზე ბიურომ მათი განხილვის გადადების და ვადის 30-დღით გაგრძელების მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, საკომიტეტო და სასესიო განხილვის გარეშე დარჩა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში.

გარდა ამისა, ამ დრომდე პლენარული სხდომის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგშია შემდეგი ანგარიშები: - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, საპენსიო სააგენტოს ანგარიში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სემეკის ყოველწლიური ანგარიშები. აღნიშნული დოკუმენტებიც პარლამენტში გასული წლის საგაზაფხულო სესიაზე შევიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა