პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუდის არაბეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

ამასთან, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების, ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს. ხაზი გაესვა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებისა და შეხვედრების გააქტიურების მნიშვნელობას.

ელჩმა შალვა პაპუაშვილს საუდის არაბეთის სამეფოს შურა საბჭოს თავმჯდომარის მისალოცი წერილი გადასცა და საუდის არაბეთში ვიზიტით მიიწვია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს