გიორგი კალანდარიშვილი - პოლიტიკოსებთან საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ვიმსჯელეთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კალანდარიშვილმა შეხვედრები „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებთან გამართა; მოგვიანებით ის ასევე შეხვდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენლებს.

ცესკოს თავმჯდომარე მათ დეტალურად ესაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე და ინსტიტუციის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების გამარტივების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

„ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ღია ასეთი კონსტრუქციული ფორმით თანამშრომლობისა და ურთიერთობის. დღევანდელი სამუშაო შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე, ასევე განვსაზღვროთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ ტრანსფორმაციაზე იქნება ორიენტირებული. დღეს ამ შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან ერთად ვიმსჯელეთ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზეც, რადგან დღეს საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება გრძელვადიანი ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციის მდგრადობას, დამოუკიდებლობის ხარისხის განვითარებას და სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს