სანდრო რაქვიაშვილი რეზოლუციაზე - „ჰარი პოტერში" რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა, არასერიოზულია უბრალოდ

„ჰარი პოტერში“ რომ არის - ყველამ იცის რაზე ლაპარაკობ და არ შეიძლება ხსენება, ასე გამოგვივიდა, არასერიოზულია უბრალოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა.

მისი თქმით, ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ არ წერია რეზოლუციაში "რუსეთი".

„ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და ერთ-ერთს ვუჭერთ მხარს ისე, რომ მეორეს არ ვახსენებთ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. რუსეთი რომ ჩაწერილი ყოფილიყო, ნორმალური რეზოლუცია იქნებოდა, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა თანხმობა, მთელი იდეა იყო ეს, თუ ორი სიტყვის გამო არ შედგება ერთობა, აზრი ეკარგება ამას. ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ არ უნდა იყოს ჩაწერილი იქ რუსეთი, ვერც "ქართული ოცნებისგან" მოვისმინე, რატომ იყო ეს წაშლილი", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა