კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან პრინციპული პოზიციის გაჟღერება და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს

მივესალმები ამ რეზოლუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინის მიმართ არა მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, არამედ მომზადებულია შესაბამისი მოქმედებები.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგან – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებები არის მომზადებული ამ პრინციპების დასაცავად. ეს არის პრინციპები, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის.

რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მე მივესალმები ამ რეზოლუციას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტსა და მის ფორმულირებასთან დაკავშირებით განცხადებას არ გააკეთებს.

„რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო