გიორგი ხელაშვილი მიხეილ დაუშვილს - ჩვენი რეზოლუციის პროექტი შეადარეთ ბუნდოვან სადღეგრძელოს, არ მინდა ვიფიქრო, რომ არ იცით სადღეგრძელო რა არის

ჩვენი რეზოლუციის პროექტი შეადარეთ ბუნდოვან სადღეგრძელოს. არ მინდა ვიფიქრო, რომ არ იცით სადღეგრძელო რა არის, ვინაიდან ეს ტექსტი ვერაფრით დაემსგავსება სადღეგრძელოს, - ასე უპასუხა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას, რომ მმართველი გუნდის რეზოლუცია „ბუნდოვანი სადღეგრძელოა მშვიდობის შესახებ“.

ხელაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტი არის „პოზიციის მკაფიო და ლოგიკური წარმოდგენა“.

გარდა ამისა, ხელაშვილმა უპასუხა მიხეილ დაუშვილის კითხვას - არის თუ არა რუსეთი ესკალაციის წყარო.

„რუსეთი არის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ქმედებების ესკალაციის წყარო“,- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს