ლევან ხაბეიშვილი - არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ მშვენიერი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერს, ორხევში კი კალაძე მოსახლეობას თავს დაესხა, მინუს 5 გრადუს ყინვაში და გამოყარა

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება იმისთვის არის დაქირავებული, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროს, ვის სახლსაც სახურავი არ აქვს და ვინც სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ეს არის მათი სამსახური და არა ის, რომ ნუნუ თამაზაშვილს, ნარმანიას და მის მეუღლეს ტყე გაუფორმოს“.

მან პრემიერ-მინისტრის მეუღლის და სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას მეუღლისთვის იჯარით გადაცემული ტყის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა და ხელისუფლებას ამ საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება მოსთხოვა.

„თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა და 50 თეთრის ნაცვლად გახდა 1 ლარი. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი და ეს უკვე აისახა მათ ქვითრებზე, ამასობაში გაძვირდა დასუფთავების გადასახი იურიდიული პირებისთვის, რაც დამატებით პრობლემად დააწვება ბიზნესსაც და შემდეგ იმ ადამიანებს, ვინც ამ სერვისებით სარგებლობენ. გაძვირებულია საწვავი, გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქტები, ყოველდღიურად ძვირდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამასობაში, ბევრს შეიძლება გინახავთ ირაკლი ღარიბაშვილის სასახლე ბაკურიანში და ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემული ტყე ყველასთვის მე მგონი უკვე საჯარო და ცნობილია. მეგობრებო, ჯობია, რომ ეს ქონება დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს და ეს იჯარა მოხსნათ, ეს იქნება გონივრული ნაბიჯი და არა ის, რომ თურმე რაღაც განცხადებებს აკეთებთ, როგორმე გაამართლოთ ეს კორუფციული გარიგება. შეგახსნეებთ, რომ ეს სასახლეც უკანონოდ არის თავის დროზე აშენებული, რაც დაადასტურა ნუნუ თამაზაშვილის ძმამ, რომელმაც თქვა, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მანდ მშენებლობა არ შეიძლებაო. დიახ, არ შეიძლება იქ მშენებლობა, მაგრამ ასეთი მშვენიერი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერ-მინისტრს.

ამასობაში გაგახსნებთ ისევ, რომ აფრიკაში და ორხევში თავს დაესხა თქვენი გენერალური მდივანი კახი კალაძე მოსახლეობას, მინუს 5 გრადუს ყინვაში და გამოყარეთ ერთადერთი თავშესაფრიდან ადამიანები. ამასობაში კი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კორპუსი უკანონოდ ააშენა, მერე თქვენმა კოლეგებმა საკრებულოში თქვეს არანაირი მექანიზმი არ არის, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთო. აქ ბულდოზერი და ტრაქტორი ვერ მივიდოდა პირველი სართული უკანონოდ რომ ააშენა? თუ მისამართი არ იცოდა? დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა, არადა პირდაპირ წერია იქ, რომ სარეკრეაციო ზონაა - „მოდუსს“ ვგულისხმობ კახეთის გზატკეცილზე. წერია, რომ სტრატეგიული ობიექტია, გენგეგმაში წერია, რომ იქ მაგისტრალი უნდა აშენდეს. ჰოი საოცრებავ, ვერ დაინახა ეს ყველაფერი კალაძემ და იქ დღეს სავაჭრო ცენტრია აშენებული,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა