ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო არის რუსეთის ფედერაცია

პარლამენტის სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილება.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ეროვნული ინტერესები აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. რუსეთის ფედერაცია არ უარყოფს, რომ ვითარება დაძაბულია, ისინიც ამბობენ, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია, მაგრამ ამაში ბრალს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და უკრაინის დღევანდელ მთავრობას სდებენ. მაშინ რით განსხვავდება ჩვენი შეფასება რუსეთის ფედერაციის შეფასებისგან, რომელიც იგივეს იმეორებს, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული, არის სამხედრო მოქმედებების დაწყების საშიშროება, ესკალაცია იზრდება და ამაში ჩვენს პარტნიორებს ადანაშაულებს. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც რუსეთის ოფიციალური პროპაგანდა ამბობს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ მოწოდებას, რომელიც უმაღლესმა რადამ გაავრცელა, სადაც პირდაპირ გვთხოვენ დავგმოთ რუსეთის მოქმედებები, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. გვთხოვენ, რომ მკაცრად დავგმოთ სამხედრო ესკალაციის მცდელობა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს