მიხეილ სააკაშვილი - დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა, კალაძისა და სხვა „შნირების ბანდისთვის“, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა

„დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა „შნირების ბანდისთვის“, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქში ტარიფების ცვლილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ, „რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა“.

„დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა „შნირების ბანდისთვის“, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა.

ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა. ოღონდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც ამ ფულით იაფი ელექტროგამათბობელი უნდა ეყიდათ, რათა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, გაზქურიდან გამოყოფილი CO-თი არ ამომხრჩვალიყვნენ.

შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის თვითგამოცხადებული მერი ერთი-ერთზე იმეორებს რუსების მესიჯებს, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებით. ქურდბაცაცა დარწმუნებულია, როგორც 2014-ში ამტკიცებდა, რომ იანუკოვიჩი იმარჯვებდა, რომ ახლა რუსეთი ამარცხებს უკრაინას, მერე საქართველოსთვისაც მოიცლის და თავის თავს საჯარო განცხადებებით "ჩერეზ" "კანონიერი ქურდები" და სხვა მეთოდებით "მეფისნაცვლად" სთავაზობს და თავისი მოკლე ჭკუით ჰგონია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს.

ამავე დროს, 70 მილიონი გაისროლეს მხოლოდ ავტობუსებზე, რამდენიმე ერთეული მილიონი ახალ მანქანებზე და ვისგან უნდა ამოიღონ თუ არა 80% გაღატაკებული მოსახლეობისგან.

პრობლემა ის აქვს, რომ ვერცერთ ოპოზიციურ საკრებულოს წევრზე, რომელიც კალაძეს "ქურდს" უწოდებს, არ შეუძლიათ თქვან, რომ როდესმე რაიმე მოიპარეს, ან ვინმეს რაიმე ქონება აქვს დაგროვილი. გულში ალბათ გიჟებიც ჰგონიათ ირაკლი ნადირაძე, სოფო ჯაფარიძე ან საბა ბუაძე”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს