"დროას" წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრებიან

2 თებერვალს, პარტია "დროას" წარმომადგენლები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან.პარტიის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი უკრაინაში შეხვედრებს რადას წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან გამართავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. უკრაინელ კოლეგებთან განხილვის საგანი ასევე იქნება დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილი.

"„დროას“ დელეგაცია კოორდინაციაში იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ასევე აპირებენ უკრაინაში გამგზავრებას. გაიმართება რამდენიმე ერთობლივი შეხვედრაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა