გურამ მაჭარაშვილი - თუ ოპოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, „ქართული ოცნება“ მის მუშაობაში ჩაერთვება, რათა საზოგადოებას სიმართლე ვაჩვენოთ

თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა თუ ის შეიქმნება, ისინი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.

„თუ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ სიმართლეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია. ჩვენ არ ვთვლით, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა