ბადრი ჯაფარიძე - სალომე სამადაშვილი პარტიას შემოუერთდა,  მან ეს ნაბიჯი გადადგა უკრაინაში „ლელოს“ დელეგაციის წასვლის წინ, იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი  წარმატებული იქნება

ფრაქციაში ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობთ მე და სალომე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ძალიან ეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას და ახლა მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც პარტიის პოლიტიკურ მდივანს, - ასე აფასებს სალომე სამადაშვილის „ლელოს“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის საკითხს პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ეს ნაბიჯი სამადაშვილმა „ლელოს“ უკრაინაში ვიზიტამდე გადადგა და იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იქნება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ჩვენ შევქმნით ისეთი მჭიდრო ურთიერთობის და თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთად შევებრძოლოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ქმნის ამ რეგიონში მუდმივად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა