„ლელო" პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის მუშაობაში ჩაერთვება

„ლელო - საქართველოსთვის” პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე საგამოძიებო კომისიების ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ, რათა სიმართლე დადგინდეს.

“საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მათ შორის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში გააქტიურება იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები, რათა საგამოძიებო კომისიებმა მუშაობა დაიწყონ. არის რამდენიმე ინიციატივა - მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ასე რომ, რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს