„ქართული ოცნების” ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ბანერები წარწერით „მატყუარა მთავრობა”, „ოცნება გვაღარიბებს” მიიტანეს

,,ქართული ოცნების” ოფისთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ.

მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით „მატყუარა მთავრობა”, ,,ოცნება გვაღარიბებს”, ,,ხელისუფლება დაგვცინის” და სხვა. გარდა თბილისისა მსგავსი საპროტესტო აქციები ქობულეთში, ფოთსა და ქუთაისში გაიმართება.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდის წევრები ზრუნავდნენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოშიმშილე ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე ან პენსიონერებზე, დაკავებულები არიან მხოლოდ იმით როგორ გაინაწილონ ხალხის ფული და გაუძვირონ მოსახლეობას ცხოვრება. მისივე თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საპროტესტო ტალღაც გაიზრდება.

„ჩვენ მოვედით კორუფციის ბუდესთან, იმიტომ რომ ,,ქართული ოცნების” ოფისს სხვა სახელს ვერ ვუწოდებთ. ეს ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნის ბედის შესახებ და იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიურად ზრუნავდნენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოშიმშილე ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე ან პენსიონერებზე, დაკავებულები არიან მხოლოდ იმით როგორ გაინაწილონ ხალხის ფული და გაუძვირონ მოსახლეობას ცხოვრება. ქვეყანაში გაძვირებულია პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები და შიმშილი, რა პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი არ მოშორდება ამ ქვეყანას. აქციები იქნება ყოველდღიური, თუ ვინმეს აქვს მოლოდინი რომ ქვეყანაში პროტესტი ან აქციები არ იქნება, ძალიან ცდება. ყოველდღიურად იქნება აქციები და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საპროტესტო ტალღა იქნება უფრო ძლიერი”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს