„მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ განმარტავენ, რატომ დაუჭირეს მხარი უკრაინის საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას - „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ორი პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმაც მისცეს ხმა.

პარლამენტის 74 წევრს შორის, რომელთაც კენჭისყრისას ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, არიან: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და ავთანდილ ენუქიძე.

როგორც ლევან იოსელიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათთვის რეზოლუციის პროექტი მოსაწონი არ იყო, თვლიან, რომ დოკუმენტში რუსეთის ფედერაციის ხსენება საჭირო იყო, თუმცა იოსელიანის თქმით, ისეთი დოკუმენტისთვის ხმის არმიცემა, რომელშიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული, სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

“ევროპელი სოციალისტი“ დავით ზილფიმიანის შეფასებით კი, პარლამენტის რეზოლუცია ძალიან არაპროფესიონალურად, არასწორი და სამარცხვინო ფორმით მიღებული დოკუმენტია. ამასთან, მას აქვე დასძინა, რომ როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერა ეხება, ხმის მიცემაზე უარს ვერ იტყოდნენ.

საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე 74 ხმით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

“უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი.

რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არცერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის