ლევან ხაბეიშვილი - ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როცა უკრაინის პარლამენტში გამოფინეს მათი მხარდამჭერების დროშები და ამ დროშებს შორის არ იყო საქართველოს დროშა

ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როდესაც უკრაინის პარლამენტში გამოფინეს მათი მხარდამჭერების დროშები და ამ დროშებს შორის არ იყო საქართველოს დროშა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რათა უკრაინელ ხალხს არ ჰქონდეს აღქმა, რომ საქართველო უცხადებს მხარდაჭერას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას და ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიაზე, არსად არ არის ნახსენები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რათა უკრაინელ ხალხს არ ჰქონდეს აღქმა, რომ საქართველო უცხადებს იმ დონის მხარდაჭერას, რომ თუნდაც ჩვენი დროშა ყოფილიყო წარმოდგენილი. მინდა ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას, ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და ნამდვილად აღიარებს, რომ უკრაინას ნამდვილად რუსეთი დაესხა თავს.

ასევე ვწუხვარ იმის გამო, რომ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში არსად არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც დატაცებული აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს