გერმანიაში კორონავირუსის 208 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 208 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინიტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ დაინფიცირების შემთხვევების პიკს, დღეში 400 000-მდე შემთხვევას, ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებისთვის ელოდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 196 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 118 000-ს გადააჭარბა.

ცნობისათვის, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით გერმანია მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია