მამუკა ხაზარაძე - სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ოცნებამ" მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, უკრაინაში იმის მკაფიოდ სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი აგრესორია

ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ - მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა.

მისი თქმით, "ლელოს" დელეგაცია კიევში უკრაინის ხელისუფლების და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ჩვენ, "ლელოს" დელეგაცია მივემგზავრებით კიევში. დელეგაციის შემადგენლობაში გახლავართ მე, სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგლია და თამარ ბელქანია. შეხვედრები დანიშნულია რადაში, ვხვდებით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე შევხვდებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა გავუზიაროთ ჩვენი ხედვა.

ყველაზე მთავარი გზავნილი, რითაც ჩვენ მივდივართ არის ის, რომ ქართველი ხალხი დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან და ამ გამოწვევას, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქვეყნებს უდგას რუსეთის სახით ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომ ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს