სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, არამედ ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა

დღეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, არამედ ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კიევში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკრაინელ ხალხს და უკრაინელ პოლიტიკოსებს სოლიდარობა აჩვენოს.

„გაოცებულები არიან როგორც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა იმ პოზიციით, რომელსაც იკავებს საქართველოს ხელისუფლება დღეს. გუშინ, იმ სამარცხვინო რეზოლუციის ფონზე, რომელიც მიიღო მმართველმა გუნდმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და უკრაინელ პოლიტიკოსებს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომლის წინაშეც დგას მათი ქვეყანა.

დღეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება, არამედ ერთობლივი სამოქმედო გეგმის დასახვა რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, ერთი მიმართულება არის ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება, ჩვენი მსჯელობის საგანი იქნება ახალი ფორმატის თანამშრომლობა, რომელიც დაანონსდა პოლონეთს, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის და ამასთან, ჩვენი ინტერესების ლობირება ნატოში და ევროკავშირში და ასევე, კოორდინირებული პოზიციები, რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკის შემუშავებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა