პროკურორი - 5 ივლისს, ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტოგრაფის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს

პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები 5 ივლისს ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, დღევანდელ სხდომას 7 ბრალდებული ესწრებოდა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, სხდომაზე არაერთი მოწმე დაიკითხა, თითოეულმა მათგანმა ცალსახად დააფიქსირა, თუ ვინ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები მედის წარმომადგენლებზე: ილია თვალიაშვილზე, ზურაბ ცერცვაძესა და ვახტანგ ქარელზე.

მოწმეებმა გაიხსენეს ფაქტები, რაც მათთვის იყო ცნობილი, დაადასტურეს, როგორ და რა ვითარებაში იძალადეს ჟურნალისტებზე და როგორ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი. აქედან გამომდინარე, ნიშნიანიძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებები იყო დღეს გამოკვლეული, რაც ცალსახად ადასტურებს თითოეული ბრალდებულის დანაშაულს.

„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია შემდეგი გარემოება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები მათზე განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები, შესაძლებლობა არ მისცეს შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. ყველა ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდათ, ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ეს ყველაფერი კადრებით არის აღბეჭდილი, რაც ნახეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა“, - აცხადებს გრიგოლ ნიშნიანიძე.

პროკურორის თქმით, საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება, შემდეგ პროცესებზეც მოწმეები დაიკითხებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო